Microsoft ამზადებს Bing-ის ახალ ვერსიას Android-თვის
რედმონდელები უკან დახევას არ აპირებენ და ნებისმიერ ფასად ცდილობენ თავიანთი საძიებო სისტემის, ბინგის პოპულარიზაციას. როგორც ასეთი ბინგს პოპულარობა ნამდვილად არ აკლია, უბრალოდ ძალიან დიდი სურვილი აქვთ პირველობა მოიპოვონ საძიებო ძრავებს შორის. ჯერ იყო და ბინგის ახალი ვერსია სპეციალურად IPhone-თვის შექმნეს. ახლა კი გუგლის ანდროიდზე მომუშავე მობილურებისთვის ქმიან ახალ ვერსიას.
როგორც მაიკროსოფტის წარმომადგენლები იუწყებიან IPhone -ზე ბინგის შექმნის იდეამ გაამრთლა, რადგანაც ამ აპლიკაციის გადაწერის რაოდენობამ შეადგინა 4 მილიონი. მათ სურთ, რომ იგივე წარმატება ხვდეს წილად ანდროიდზე. საინტერესო ის ფაქტია, რომ მობილურზე მომუშავე ბინგს ექნება რამდენიმე საინტერესო ფუნქციაც. მათ შორის შესაძლებელი იქნება სატელევიზიო პროგრამების ნახვაც კი.